არგენტინაში, საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ პენსიონერებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

არგენტინაში პენსიონერებსა და რამდენიმე საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დედაქალაქ ბუენოს-აირესში კონგრესის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს შეტაკება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პენსიის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა მოგვიანებით მშვიდობიანი დემონსტრაცია, ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეტაკებები მაშინ დაიწყო, როცა ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ჯგუფი პენსიონერთა მხარდასაჭერად აქციას შეუერთდა და პოლიციამ შექმნა კორდონი, რათა მათი კონგრესისკენ წინსვლა დაებლოკა.

არგენტინის უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ძალადობრივად იქცევა, არღვევს უსაფრთხოებას, მოძრაობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ფეხბურთის სტადიონებზე შესვლას უკრძალავს. ეს ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს, რომლებიც პენსიონერების აქციას შეუერთდნენ და პოლიციასთან დაპირისპირებაში ჩაერთნენ, ხელისუფლების მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ ექნებათ უფლება, თავიანთი გუნდის თამაშებს დაესწრონ.

ცნობისთვის, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პენსიონერები, პენსიის გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს ყოველ ოთხშაბათს რამდენიმე კვირაა მართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია