ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოლქში ჩვენი ქვედანაყოფები, უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე მანევრირებენ

რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას შემოგარენსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„მტერი იყენებს საჰაერო-სადესანტო ჯარების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს, რათა გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, განდევნოს ჩვენი ჯარები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან და გადაიტანოს სამხედრო ოპერაციები სუმისა და ხარკოვის ოლქებში. ყველაფრის ფასად ცდილობს რა პოლიტიკური მიზნების მიღწევას, მტერმა უკვე განიცადა და კვლავ განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს კურსკის ოლქში“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოპერაციის დაწყებიდან, 2024 წლის 6 აგვისტოდან, რუსული ჯარების ჯამური დანაკარგები 54.9 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს, მათგან 22.2 ათასზე მეტი დაღუპულია. 900-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ ჩავარდა.

სირსკის მტკიცებით, რუსები უპრეცედენტო თავდასხმებს ახორციელებენ საკუთარ დასახლებულ პუნქტებზე. ქალაქ სუჯაზე საჰაერო დარტყმების გამო ეს დასახლება თითქმის მთლიანად განადგურდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განმარტებით, უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე მანევრირებენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს