მომხმარებლის დაცვის კვირეულის ფარგლებში ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, 12 მარტს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ეთმობა - შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას, ამასთან, მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

„ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

პანელური დისკუსიის ფორმატში, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მიღებულ შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაიმართა, სადაც დეტალურად გაეცა პასუხები - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, ვის უნდა მიმართოს დარღვევის შემთხვევაში და რა ფორმით.

კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 14 მარტს - ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია