„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

14 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირზე, მაგისტრალურ მილზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, წყლის ნაკადების ეფექტური მართვის მიზნით ქსელზე წყლის წნევის რეგულატორები მოეწყობა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 14 მარტს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 14 მარტს, დილის 11:00 საათიდან, 15 მარტის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მოსკოვის გამზირს და კვარტლებს, ქინძმარაულის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, პეტრე ხვედელიძის, ლაღიძის, პაატა ჯანელიძის, თეთრი წყაროს, კობა ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის და იუნკერთა ქუჩებს, სამრეწველოს და წმინდა ბარბარეს დასახლებას, გარდაბნის გზატკეცილს.

კრწანისის რაიონში - რუსთავის გზატკეცილის N1-251 (კენტ ნომრებს) N2-42 (ლუწ ნომრებს), გორგასლის ქუჩა N50-52, შოთა ნადირაშვილისა და ნავთლუღის ქუჩა N10.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია