საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, ხელი სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ზოგადად, საავტომობილო დარგის განვითარებას შეეწყობა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია და ის განათლების სფეროში სტუდენტთა კარიერულ განვითარებისთვის მჭიდრო სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, ასევე, საავტომობილო დარგში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავებას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საერთო მისიის შესასრულებლად, რაც მიზნად განათლების, კვლევისა და პრაქტიკული სწავლების გაძლიერებას ისახავს, ტრანსპორტისა და საავტომობილო ინჟინერიის სფეროში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის ინოვაციებისა და აკადემიური სრულყოფის ერთგული. დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ კვლავ ვადასტურებთ მზადყოფნას, სტუდენტები ცოდნით, უნარებითა და პროფესიული კომპეტენციებით უზრუნველვყოთ, რომლებიც ტრანსპორტის სექტორის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია.

ტრანსპორტის სფერო სწრაფი ცვლილებების პროცესშია, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და შესაბამისად, ახალი რეგულაციები განაპირობებს. ქვეყნის საავტომობილო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ფონზე, კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება განსაკუთრებით აქტუალურია. აღნიშნული მემორანდუმით ჩვენ ვქმნით მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რომელიც არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას უზრუნველყოფს, დარგში მომავალი ლიდერობისთვის.

აკადემიური სწავლების პრაქტიკულ საჭიროებებთან ადაპტირებით, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს პრაქტიკული სწავლების, სტაჟირებისა და ერთობლივი კვლევითი პროექტებისთვის. ეს თანამშრომლობა ხელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმას შეუწყობს, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები აღიჭურვონ როგორც თეორიული საინჟინრო ცოდნით, ისე პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული უნარებითა და პროფესიული გამოცდილებით.

ამასთან ერთად, ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს საერთო ხედვას მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით. ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შევიტანთ წვლილს, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საავტომობილო სტანდარტების ამაღლებაში, ასევე, მხარს დავუჭერთ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.

მადლობას ვუხდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობის სურვილისა და ტრანსპორტის სფეროში მომავალი პროფესიონალების ფორმირებაში მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ეს მემორანდუმი მნიშვნელოვან პროგრესს და გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა თამარ წერეთელმა.

უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები კომპეტენციის ფარგლებში, წაახალისებენ ურთიერთობათა განვითარებას განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.

„თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საჭიროებისთვის სპეციალისტთა ერთობლივი მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას დარგის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოფს ახალი მოკლე და გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება-შეთავაზებას სააგენტოს თანამშრომლებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია