დეკანოზი ალექსანდრე გალდავა - უნდა გაძლიერდეს პროპაგანდა, რომ ნარკოტიკები არის საშინელება და რომ მომავალში, საშინელ შედეგებს იწვევს

უკვე ოჯახურ სუფრებზე და სამეგობრო წვეულებებზე აუცილებელი ატრიბუტი გახდა აივანზე ჯგუფური გასვლა და გაბოლება - უნდა გაძლიერდეს პროპაგანდა, რომ ნარკოტიკები არის საშინელება და რომ მომავალში, საშინელ შედეგებს იწვევს, - ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე.

სასულიერო პირის აზრით, დაგეგმილი ცვლილებების ნაწილში უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა, რაც მათ შორის გულისხმობს სარეაბილიტაციო ცენტრების ხელმისაწვდომობას.

„პირველ რიგში, უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანისთვის. ასევე, უნდა იყოს ნარკოლოგიურები. წარმოიდგინეთ, ადგილი არ არის იმისთვის, რომ ადამიანის დეტოქსიკაცია მოხდეს და არ მოკვდეს, თანხაზე აღარ არის ლაპარაკი. გარდა ამისა, არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამის [ნარკოპოლიტიკის] რომანტიზების მოშორება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა, პირიქით, არსებობენ ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების პროპაგანდისტები. მაგალითად, ჩემთვის ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს“, - განაცხადა ალექსანდრე გალდავამ.

ამასთან, მისი თქმით, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელთა ასაკმა დაიწია და მას ბავშვები სკოლებში ეწევიან, შემთხვევას კი მასწავლებლები ვერ აკონტროლებენ.

„მეტს ვიტყვი, უკვე ოჯახურ სუფრებზე და სამეგობრო წვეულებებზე აუცილებელი ატრიბუტი გახდა აივანზე ჯგუფური გასვლა და გაბოლება. მე მგონი, ასევეა რესტორნებში, კორიდორებში, თუ საკონცერტო დარბაზებში. არ ვიცი, კლუბში რა ხდება, იქ, ალბათ კატასტროფა ხდება. იმის თქმა მინდა, რომ უნდა გაძლიერდეს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ეს არის საშინელება.

ცნობიერების დონემ უნდა აიწიოს, სკოლებში უნდა მოხდეს პროპაგანდა, ამის შესახებ ბავშვებს სრული ინფორმაცია უნდა გააცნონ. ახალგაზრდებში უნდა მოახდინონ რომანტიკული წარმოდგენების სრული განადგურება. ამაღლდეს ადამიანის ცნობიერება, რა საშუალებასთან აქვს საქმე და მომავალში, რა საშინელ შედეგებს იწვევს“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „კვირის“ პრეს-კლუბში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს