დონალდ ტრამპი ევროკავშირს ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იანი ტარიფის დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპიდან იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მტრულად განწყობილმა და შეურაცხმყოფელმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ, რომელიც შეიქმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეერთებული შტატებისგან სარგებელი ნახოს, ახლახან დააწესა ვისკის საზიზღარი 50%-იანი ტარიფი. თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ მოიხსნება, აშშ მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველანაირ ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე, რომლებიც გამოდიან საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან“, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის შეერთებულ შტატებში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს