„საქართველოს პროფესიული კავშირები“ ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს პროფესიული კავშირები“ ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, „საქართველოს პროფესიული კავშირები“ დამსაქმებელ კომპანიებს ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა უფლებების დარღვევასა და კოლექტიური ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.

„შპს ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიამ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საქართველოს პროფესიულ კავშირებს მომართეს, სადაც იტყობინებიან, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვებით საქმიანობას წყვეტენ, რის შედეგადაც 3500-ზე მეტ დასაქმებულს უმუშევრად დარჩენა ემუქრება.

ამასთან, კომპანიამ უკვე გასული თვიდან დასაქმებულებს შეუწყვიტა იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, რაც მას პროფესიულ კავშირებთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით ევალება.

პროფესიული კავშირები აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა გახდა ფინანსური პრობლემების მიზეზი, მითუმეტეს, რომ მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, მას დღემდე არ მიუღია არც აუდიტის დასკვნა და არც კომპანიის DMT GmbH & Co.KG-ის მიერ მომზადებული ფინანსური ანალიზი. მაშინ, როდესაც აუდიტის ჩატარება სწორედ პროფკავშირების მოთხოვნა იყო.

კომპანია პროფკავშირებს ბრალს დებს ,,სუბიექტურობასა“ და ,,მიკერძოებულობაში“, დასაქმებულთა სასარგებლო კოლექტიური, სოციალური და ფინანსური ბენეფიტების გაცემის იძულებაში, მაშინ, როდესაც პროფკავშირები ყოველთვის მზად იყო კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პროფკავშირები კომპანიას „კოლექტიური ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის იგნორირებაში“ ადანაშაულებს და მოითხოვს კომპანიამ წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

 დაგეგმილი მასობრივი დათხოვნის მიზეზები;

 დასათხოვ დასაქმებულთა რაოდენობა და კატეგორია;

 ორგანიზაციაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და კატეგორიები;

 დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც განხორციელდება მასობრივი დათხოვნა;

 კრიტერიუმები, რომლებითაც ხდება დასათხოვ დასაქმებულთა შერჩევა და მათთვის კომპენსაციის გადახდა.

ამასთან, პროფკავშირები იყენებს მის ექსკლუზიურ უფლებას და მიმართავს საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რათა შემჭიდროებულ ვადებში ჩაინიშნოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგგარეშე სხდომა და განხილულ იქნას ჭიათურის არსებული მდგომარეობა, ჭიათურის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების მყარ გარანტიებს.

„ხოლო მითითებული საკითხის გადაწყვეტამდე კატეგორიულად მოვითხოვთ დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთ კოლექტიური ხელშეკრულებით დადგენილი წესით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 60%-ის ოდენობით და ჯანმრთელობის დაზღვევა.

წინააღმდეგ შემთხვევაში პროფკავშირები უთითებს, რომ ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს და სამართლებრივ მექანიზმს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია