რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა პეკინში შეხვედრა გამართეს

რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა პეკინში შეხვედრა გამართეს, რომელზეც სანქციების მოხსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მა ჟაოსუმ განაცხადა.

„სამმა ქვეყანამ ხაზი გაუსვა ყველა უკანონო ცალმხრივი სანქციების გაუქმების აუცილებლობას”, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს და საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

„სამივე მხარემ გაცვალა მოსაზრებები საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“, - აღნიშნა მა ჟაოსუმ.

ამასთან, მისი თქმით, ჩინეთი და რუსეთი მიესალმებიან ირანის მხრიდან დადასტურებას, რომ ის იყენებს ბირთვულ ტექნოლოგიას მშვიდობიანი მიზნებისთვის და არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას.

„ჩინეთი და რუსეთი მიესალმებიან ირანის დადასტურებას, რომ ქვეყანა ავითარებს ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნებისთვის და არა ბირთვული იარაღის შესაქმნელად“, - აღნიშნა მა ჟაოსუმ.

პეკინში გამართულ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მა ჟაოსუ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კაზემ ღარიბ-აბადი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება