„სელფი მობაილი“ Windfor’s სახელოსნოებში სწავლის 60%-ს დაგიფინანსებთ

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ მომხმარებელს ემსახურება, საქართველოს წამყვანი სარეკლამო სააგენტოს, Windfor’s -ის მიერ დაფუძნებულ Windfor’s სახელოსნოების გენერალური პარტნიორი გახდა.

„სელფის“ ინფორმაციით, ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც წარმატებით გაივლის სახელოსნოების კურსზე რეგისტრაციას, „სელფი მობაილი“ სწავლის საფასურის 60% -ს დაუფარავს.

„Windfor’s სახელოსნოები არის უნიკალური შესაძლებლობა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის დაეუფლონ კრეატიული ინდუსტრიის ძირითად მიმართულებებს და გაიარონ კრეატიული მუშაობის სრული ციკლი. სტუდენტები შეისწავლიან: სტრატეგიას, კრეატივს, გრაფიკულ დიზაინს, stop motion ანიმაციის, ვიზუალური კომუნიკაციის, ფოტოგრაფიისა და ქოფირაითინგის საფუძვლებს. სახელოსნოს სტუდენტები შექმნიან ბრენდის უნიკალურ ატრიბუტებს და იმუშავებენ რეალურ ბრიფებზე. კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

განათლების ხელშეწყობა „სელფი მობაილის“ კორპორაციული მდგრადობის მთავარი მიმართულებაა. გამოცდილი სააგენტოს კრეატიულ გუნდთან მუშაობით, მსმენელები მნიშვნელოვნად გაიმყარებენ პროფესიულ ცოდნას, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე მაღალი დონის ინტელექტუალური რესურსის არსებობას.

იხილეთ Windfor’s სახელოსნოების სილაბუსი. კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

Windfor's Tbilisi -ის შესახებ: 2004 წელს დაარსებული Windfor’s Communication არის ერთ-ერთი ლიდერი სარეკლამო კრეატიული სააგენტო ქართულ სარეკლამო ბაზარზე. Windfor’s არის სრული სერვისის კრეატიული სააგენტო, რომელიც სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს კომუნიკაციის სფეროში. 2022 წლიდან სახელოსნოების საგანმანათლებლო პლატფორმით სააგენტომ პირველი ნაბიჯები გადადგა საგანმანათლებლო მიმართულებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სოციალური მედიის არხებს: Facebook, Instagram, YouTube, LinkedIn.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია