საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბილიარდის შიდა ტურნირი მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 13-ვე ფაკულტეტის სტუდენტებს შორის ბილიარდის სახეობაში, „pool“ ფორმატში, საუნივერსიტეტო ტურნირი იმართება, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო ტურნირის ორგანიზატორია სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, მხარდამჭერი კი - საბილიარდო „გია“. სპორტული ღონისძიების მიზანია სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩართულობით, ახალგაზრდებს შორის მეგობრობის გაღრმავება და გუნდური უნარების განვითარება.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ფიფიას განცხადებით, ტურნირის ფორმატი მაქსიმალურად უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას შეჯიბრებაში, უღვივებს ასპარეზობის მოტივაციას, აძლევს მათ საშუალებას, მაქსიმალურად გამოავლინონ სპორტული უნარები და კონკურენტულობა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, თითოეულ ფაკულტეტზე იმართება მატჩების სერია, რომელიც საუკეთესო საფაკულტეტო მოთამაშეებს გამოავლენს.

„მსგავსი სპორტული ინიციატივებითა და აქტივობებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას. დარწმუნებული ვართ, რომ ტურნირში მონაწილეობა დადებითად აისახება როგორც სტუდენტთა პიროვნული თვისებების გამოვლენაზე, ისე მათ აკადემიურ წარმატებებზე“, - აღნიშნავს ლევან ფიფია.

სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელის, არჩილ იოსელიანის ინფორმაციით, ბილიარდის საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებული გუნდი, სამომავლოდ, სხვადასხვა გარე ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს, მათ შორის უნივერსიადასა და ახალგაზრდულ ფესტივალზე. როგორც ის აღნიშნავს, სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში იგეგმება შიდა ტურნირების ორგანიზება სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის: ბოულინგში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ფუტსალსა და ფრენბურთში.

„გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უნივერსიტეტი გადადის სპორტული აქტივობის ფაზაში. ბილიარდში შეჯიბრება დიდი აქტიურობით დაიწყო და სტუდენტებში ფართო ინტერესი გამოიწვია, რაც აქედანვე მიუთითებს ტურნირის წარმატებაზე. მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ მომავალ უნივერსიადასა და ახალგაზრდულ ფესტივალში. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებთ”, - ამბობს არჩილ იოსელიანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს სტუდენტებს, შეუერთდნენ სპორტულ ღონისძიებას, თავიანთ საფაკულტეტო გუნდებს უქომაგონ და მათთან ერთად გაიზიარონ გამარჯვების სიხარული.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია