პროფკავშირების გაერთიანება - პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება

შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ მითითებული მოთხოვნები, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება.

პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 13 მარტს, შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიებისგან წერილის მიღების შემდგომ, პროფკავშირების გაერთიანებამ წერილით მიმართა მათ მიეწოდებინათ კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულყოფილად და დაუყოვნებლივ უზრუნველეყოთ დასაქმებულებისთვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება ხელფასის 60%-ის ოდენობით და ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ არსებული მდგომარეობის განხილვამდე და ჭიათურის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმის შემუშავებამდე.

შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ მითითებული მოთხოვნები, მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით. მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება, როგორიცაა, დასაქმებულებისათვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურების - 60%-ის გადახდის ვალდებულება, ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნება, ხელფასების ინდექსაცია თუ სხვა ბენეფიტები.

პროფკავშირები კატეგორიულად ეწინააღმდეგება კომპანიების მითითებულ ქმედებას და მიაჩნია, რომ ეს ქმედებები, ერთი მხრივ, არასამართლიანია, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს კანონისა და კოლექტიური ხელშეკრულების დარღვევას.

14 მარტს, პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება. მიმართვაში, მათ შორის, აღნიშნულია, რომ პროფკავშირები კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყებას, საკითხი არ ეხება მხოლოდ პროფკავშირებს, საკითხი ეხება 3500-ზე მეტ ჭიათურელ დასაქმებულს და მათ ოჯახებს. კომპანიებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ბედის ანაბარა დატოვონ ათასობით ადამიანი და უარი თქვან მათი ვალდებულებების შესრულებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია