„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

16 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, თელავისა და ახმეტის ქუჩების კვეთაზე მაგისტრალურ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, წყლის ნაკადების ეფექტური მართვის მიზნით ქსელზე წყლის წნევის რეგულატორები მოეწყობა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 16 მარტს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 მარტს, საღამოს 22:00 საათიდან, 17 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირს, ღვინის აღმართის, დუტუ მეგრელის, მეტეხის, მეტეხის აღმართის, ისნის, ფერისცვალების, ჩეხოვის, სოლომონ ბრძენის, ჯორბენაძის, ურბნისის, ევროპის მოედანს, მაჭრის, მუკუზანის, გუთნის, 300 არაგველის, ბოჭორმის, იალბუზის, არგვეთის, ბოდბის, ლუსინიანის, ზახაროვის, დოლაბაურის I, II, III ქუჩებს, კაჩინსკის, უჯარმის, პატარძეულის, კაკულია, თელავის, ფოსტის, ზურაბიშვილის, ახმეტელის, წინანდლის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, სპანდარიანის, აწყურის, ზინდისის, მამისაშვილის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, აბუსელიძე ტბელის, სახალხოს, ციხისძირის, გუდარეხის, მეველის, დიდგორის, წულაძის ქუჩას და შესახვევებს, სამრეწველოს დასახლებას, გაბრიელ სალოსის მე-4 და მე-5 შესახვევებს, ნადარეიშვილს, მოსკოვის გამზირის N1-17(კენტ ნომრებს) N2- 8 (ლუწ ნომრებს), ლობჟანიძის, შირაქის, საექიმოს, ჰოლბრუკის, დოდაშვილის, წურწუმიას, ნიორაძის, შორაპანის, სოფრომაძის, საინგილოს და სამგორის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია