„სამართლის აკადემია აბიტურიენტებისთვის“ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტს - „სამართლის აკადემია“ იწყებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტის მიზანია აბიტურიენტები შეხვდნენ სამართლის სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს, გაეცნონ დარგის სიახლეებს, პროფესიის აქტუალურ მიმართულებებს და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. პროექტი გაიმართება დისტანციურად (online), ZOOM პლატფორმის მეშვეობით, 24-დან 28 მარტის ჩათვლით.

მათივე ცნობით, „სამართლის აკადემიის“ პროექტთან ერთად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 24 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით გეგმავს შემდეგ პროფესიულ აკადემიებს:

  • მედიცინის აკადემია: 29 მარტი - 2 აპრილი;
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია: 3 - 7 აპრილი;
  • დიპლომატიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია: 8 - 12 აპრილი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია: 14 - 16 აპრილი.

„აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებთან, უშუალოდ აკადემიების პროექტი კი მეოთხე წელია მიმდინარეობს. სკოლებთან თანამშრომლობის ფარგლებში ხშირია სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტები, მოსწავლეთა ვიზიტები უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის წარმომადგენელთა გასვლითი შეხვედრები სკოლებში.

ნებისმიერ აკადემიაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

„სამართლის აკადემიის“ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: „,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს