დევიდ ლემი - პუტინს ვაფრთხილებ: თუ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით - კიდევ მეტი კარტი გვაქვს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია

პუტინს ვაფრთხილებ: თუ თქვენ მშვიდობის მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

„ახლა ყურადღების ცენტრში პუტინია. პუტინმა უნდა უპასუხოს, პუტინია ის, ვინც უნდა აირჩიოს - ბატონო პუტინ, მშვიდობის მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი? შეაჩერებთ ბრძოლას თუ დროს გააჭიანურებთ, ცეცხლის შეწყვეტას მხარს მხოლოდ სიტყვებით დაუჭერთ და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ დარტყმებს გააგრძელებთ? ბატონ პუტინს ვაფრთხილებ: თუ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი, დაამტკიცეთ ეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტით“, - განაცხადა დევიდ ლემიმ.

მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებულები არიან.

„თუ პუტინი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს და მე ამის ნიშნებს ჯერ კიდევ ვერ ვხედავ, მაშინ „დიდი შვიდეულის“ ბოლო შეხვედრა დაგვეხმარა იმ ინსტრუმენტების მომზადებაში, რათა რუსეთს სერიოზული მოლაპარაკებები ვაიძულოთ. ჩვენ კრემლს არ ველოდებით. თუ ისინი უარს იტყვიან ცეცხლის შეწყვეტაზე, ჩვენ კიდევ მეტი კარტი გვაქვს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა ლემიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს