Samsung-ის A სერიის ახალი სმარტფონები - შეიძინე პირველმა და დასაჩუქრდი

სმარტფონის განახლებას გეგმავ? Samsung-ის A სერიის ახალი მოდელები უკვე საქართველოშია! 17 მარტიდან ეწვიე Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებს, შეარჩიე სასურველი სმარტფონი და საჩუქრად მიიღე კომპაქტური და სწრაფი დამტენი.

აღსანიშნავია, რომ Samsung-მა A სერიის განახლებულ მოდელებში პირველად გამოიყენა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციები. შედეგად, Galaxy A56 5G და Galaxy A36 5G გეხმარება შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში, გთავაზობს კიდევ უფრო დახვეწილ გეიმინგ გამოცდილებას და აუმჯობესებს პერსონალურ უსაფრთხოებას.

უახლეს სმარტფონებში განახლდა მომხმარებლების ფავორიტი, Circle to Search ფუნქციაც, რომელიც ამარტივებს სასურველი ინფორმაციის მოძიებას, პირდაპირ მობილურის ეკრანიდან.

ბოლო განახლებების დახმარებით, ახლა უკვე Circle to Search ამოიცნობს მობილურის ნომრებს, ელფოსტის მისამართებს და URL-ებს ეკრანზევე. ახლა უკვე შეგიძლია სასურველი მოქმედების შესრულება კიდევ უფრო მარტივად, მხოლოდ ერთი დაკლიკებით.

ახალ სმარტფონებში კამერის სისტემა აღჭურვილია 50MP მთავარი კამერით და 10-bit HDR წინა კამერით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სელფებისა და საერთო ფოტოების გადაღებას.

Galaxy A56 5G-ზე ხელმისაწვდომია Best Face ფუნქციაც, რაც კიდევ უფრო ამარტივებს იდეალური, ყველასთვის მისაღები საერთო ფოტოს გადაღებას.

Galaxy A56 5G-ზე ასევე გაუმჯობესებულია ღამის ფოტოგრაფიაც: 12MP სელფის კამერაზე ხელმისაწვდომია Low Noise Mode ფუნქცია, ასევე დამატებულია ფართო კამერის მხარდაჭერაც, რაც საშუალებას გაძლევს, გადაიღო ხარისხიანი კონტენტი, დაბალი განათების პირობებშიც კი.

6.7 ინჩიანი FHD+ Super AMOLED ეკრანები ცოცხალ ფერებს გთავაზობს, ხოლო 5000mAh ელემენტი მთელი დღის განმავლობაში ენერგიის რესურსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, 45W სწრაფი დამუხტვაც, რაც დამატებითი კომფორტია.

გაუმჯობესებულია მობილურების ჩიპსეტიც: A56 5G-ს აქვს Exynos 1580 ჩიპსეტი, ხოლო A36 5G იყენებს Snapdragon 6 Gen 3-ს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია გეიმინგის მოყვარულებისთვის - მიიღე ხარისხიანი გრაფიკული გამოსახულება და შეუფერხებელი გამოცდილება.

ახალ მოდელებს აქვს IP67 წყალგამძლე და მტვრისგან დამცავი რეიტინგი, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას წყლისა და მტვრის მიმართ.

Samsung Knox Vault და One UI 7 უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების დამატებით დაცვას, გაძლიერებული უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის სისტემის საშუალებით.

შეიძინე A სერიის სმარტფონი და დასაჩუქრდი! თუ 31 მარტამდე Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში (ელიტი, ალტა, მეგატექნიკა, კონტაქტ ჰოუმი) Galaxy A56 5G-ის შეიძენ, 45W დამტენს მიიღებ, A36 5G-ის შეძენის შემთხვევაში კი 25W დამტენს.

თუ სმარტფონის განახლებას გეგმავ, ახლა იდეალური დროა! გამოსცადე განახლებული Galaxy A სერია, მიიღე საჩუქრად სწრაფი დამტენი და გადაიყვანე შენი გამოცდილება ახალ ეტაპზე.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში