კაია კალასი - რუსეთს დათმობებზე წასვლა არ სურს

რუსეთს დათმობებზე წასვლა არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„თუ სატელეფონო ზარის შემდეგ გავრცელებულ ორივე განცხადებას წაიკითხავთ, ნათელია, რომ რუსეთს რაიმე სახის დათმობებზე წასვლა ნამდვილად არ სურს“, - განაცხადა კაია კალასმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე“ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყონ. კრემლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ „აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს