ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება

პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პუტინის ტრამპთან საუბრის შემდეგ, როდესაც პუტინმა თითქოსდა ბრძანება გასცა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეჩერებულიყო, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საავადმყოფოებსა და ტრანსპორტს 150-მა დრონმა დაარტყა. პუტინის სიტყვები რეალობისგან ძალიან განსხვავდება და სწორედ ამიტომ გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა. ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერისთვის ფინეთის მადლობელი ვარ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის წითელ ხაზს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარება წარმოადგენს.

„ჩვენ ამას არ დავთანხმდებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

„ჩვენ ჯიდაში მართლაც კარგი შეხვედრა გვქონდა და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წარიმართა, გარდა რუსეთის მცდელობებისა. დღეს, დონალდ ტრამპთან შემდგომ ნაბიჯებს განვიხილავ და ასევე, პუტინთან საუბრის დეტალებსაც მოვისმენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს