მოსამართლე სანქცირების შესახებ ნიკა კაციას განცხადებაზე - საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რაიმე განმარტება გავაკეთო - რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ

საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რაიმე განმარტება გავაკეთო. რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ, - ასე უპასუხა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულ ნიკა კაციას, რომელმაც მოსამართლეს შეახსენა, რომ ის დასანქცირებული მოსამართლეა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი მისი საქმის გარემოებებზე საუბრობდა. როგორც კაციამ აღნიშნა, „ყველა ხელს უწყობს იმას, რომ მისი ბრალდების საქმე არ იყოს ობიექტურად გამოძიებული, ყველა არის არალეგიტიმური და დასანქცირებული“.

მოსამართლემ კაციას მოუწოდა, ესაუბრა მისი ბრალდების გარემოებებზე და სამართლებრივი ჩარჩოდან ნუ გავიდოდა.

„სამართლებრივი ჩარჩოდან თუ ვინმე გავიდა, ეს პროცესია გასული და სხვათა შორის, თქვენი მონაწილეობით. „უსამართლო სასამართლო“ - ეს ჩემი მოგონილი არ არის და მოსამართლეებს უსაფუძვლოს არავინ ასანქცირებ“, - მიმართა მოსამართლეს ნიკა კაციამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლემ აღნიშნა, რომ „ეს საერთოდ არ არის აქ განსახილველი“.

„რაც შეეხება სანქციას, მე არ მინდოდა ამაზე გამეკეთებინა [განმარტება]. თუ მართლა სანქციასთან დაკავშირებით საუბრობთ, ეს საერთოდ არ არის აქ განსახილველი, საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რაიმე განმარტება გავაკეთო და მითუმეტეს, რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ. საქმეს დავუბრუნდეთ“, - განაცხადა თამარ მჭედლიშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს