„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან “მიცუბიშ ელექტრიკთან” გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, თეთრი კვადრატის პროექტში “თეთრი კვადრატი ჯიქიაზე” მიცუბიშის ბრენდის, უმაღლესი ხარისხის ლიფტები დამონტაჟდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ აღნიშნული პროექტის დაფინანსების მიზნით წარმატებით დახურა გარიგება პაშა ბანკთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის განხორციელების აქსელერაციას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი ჯიქიაზე, რომელიც თეთრი კვადრატის“ ბრენდით განხორცილებული ერთ-ერთი პირველი პროექტია იყოს ხარისხის და კომფორტის ეტალონი. ამ მიზნის მიღწევა კი ბევრად ადვილია ისეთი ძლიერი პარტნიორების გვერდში დგომით, როგორებიც არიან პაშა ბანკის და მიცუბიში ელექტრიკის (მსოფლიოში წამყვანი იაპონური კომპანიის) წარმომადგენლობა საქართველოში““, – განაცხადა თეთრი კვადრატის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ.

„მიცუბიშ ელექტრიკისთვის უსაფრთხოება და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს. მიხარია, რომ დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ ღირებულებები სრული ემთხვევა არამარტო ჩვენს, არამედ ბაზრის მოლოდინებსაც. მიცუბიშ ელექტრიკი ათეული წლებია წარმატებით წარმოადგენს პროდუქციას მთელს მსოფლიოში და ჩვენთვის პატივია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების გამოცდილება გავუზიაროთ თეთრი კვადრატის მობინადრეებსაც.” განაცხადა ხორხე მანუელ რამოსმა, მიცუბიშ ელექტრიკის აღმასრულებელმა დირექტორმა

„პაშა ბანკი უკვე მეთორმეტე წელია მომხმარებლებს სთავაზობს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესების განვითარებას და წარმატებით ვაფინანსებთ მნიშვნელოვან პროექტებს. თეთრი კვადრატი ჯიქიაზე ერთ-ერთი ასეთი პროექტია.“ - განაცხადა პაშა ბანკის კომერციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, თეიმურაზ პირმისაშვილმა.

დეველოპერულ კომპანია “თეთრ კვადრატს” 11 პროექტი აქვს საქართველოში, რომელთა შორის 3 პროექტი უკვე დასრულებულია. კომპანიის პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ინოვაციური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების მიმართ, ხოლო მიცუბიშის ლიფტები უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთხოებას, რაც პროექტის წარმატებულ დასრულებას ხელს უწყობს.

მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია “მიცუბიშ ელექტრიკი“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 1931 წლიდან. ქართულ ბაზარზე კომპანიას წარმოადგენს AG Melco, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.

პაშა ბანკი საქართველოში 12 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში