გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 მარტს, 10:30-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ყვავილი, ქვემო და ზემო აში, ქერანა, ნანიაანი, ახალაანი, ფრიდონაანთკარი, 11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მენესო, დგნალი, ჭივილაანები, ჭართალი, ქვეშეთი, მლეთა, დნადიბაანი, გოგნაური, ამირთა და მიმდებარე სოფლებში. ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ახალშენი, ზემო შუახევი, ქისიაანი, მჭადიჯვარი, ჭილურტი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, 11:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ზაქარო, გალავანი, არაშენდა, კევლიანი, საგურამო და მიმდებარე სოფლებში.

ამასთან, 12:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში დიდგორის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, წყაროსუბანში და მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, ავთანდილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ვახტანგ ცინცაძის, ბიძინა ბარათაშვილის, რენე შმერლინის ქუჩებზე, ჩალიპირებში, ქედის ბოლოს ტერიტორიაზე, ხოლო 13:30-დან 17:00 საათამდე - სოფელი დიღომში დიდგორის ქუჩაზე და ზემოუბნის ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს