ანონსი  20 მარტი

20 მარტს, 11:30 საათზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას მართავს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოება.

ღონისძიებას დაესწრებიან, ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები.

მის: თელავის ქ. N20 („შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“)

20 მარტს, 12:00 საათზე, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: აკაკი გახოკიძის 11ა, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ოფისი“.

20 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს იურისტთა ასოციაციაში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საიას მიერ შეტანილი საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევების ფაქტებს შეეხება.

მის: ჯანსუღ კახიძის #15

20 მარტს, 13:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

მის.: შოთა რუსთაველის გამზ.21 (პარტიის ოფისი)

20 მარტს, 13:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს სასამართლოებმა აფგან სადიგოვი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვეს.

მის: ი. აბაშიძის 12ბ (ორგანიზაციის ოფისი)

საკონტაქტო: ანა მარწყვიშვილი - 598 559 368

20 მარტს, 18:00 საათზე, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, AI News -ის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება. AI News პირველი ქართულად მოაზროვნე AI მედიაა.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: ირმა ჭარაქაშვილი - 577 694 103

20 მარტს, 20:00 საათზე, „თავისუფლების მოედნის“ ინიციატივით საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #32

კონტაქტი: 599 61 63 53; 598 13 12 58

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში