სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში

PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის; www.psp.ge საიტზე ან PSP აპლიკაციით შეკვეთილ პროდუქტებს მომხმარებელი სასურველ დროს, რიგის და ფარმაცევტთან კონტაქტის გარეშე აიღებს და PSP ლოქერით უფასოდ ისარგებლებს.

ონლაინ შეკვეთისას PSP-ს ლოქერით სარგებლობისთვის მომხმარებელი აირჩევს სასურველ ლოქერს https://psp.ge/locker. ლოქერით სარგებლობისთვის მომხმარებელი SMS-ის სახით მიიღებს დასასკანერებელ ბარკოდს, რომლის ნახვა ასევე შეუძლია www.psp.ge საიტის ან აპლიკაციის „ჩემი შეკვეთების“ გვერდზე.

“მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული დახვეწა, ჩვენი კომპანიის ყოველდღიური საზრუნავია. ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში, PSP-ს მომხმარებელს ონლაინ შოპინგის ახალ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს. ლოქერით სარგებლობას ბევრი უპირატესობა აქვს, აღარ არის საჭირო კონკრეტულ მისამართზე კურიერს დაელოდო, ან აფთიაქში რიგში დადგე და ამასთან, ლოქერის მომსახურება სრულიად უფასოა“- აცხადებენ PSP-ში.

შეიძინეთ ონლაინ psp.ge-დან შერჩეული პროდუქტები, აირჩიეთ ლოქერი სასურველ მისმართზე და აიღეთ შეკვეთა 10 წამში ურიგოდ და უკონტაქტოდ.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს