სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმამ მოზარდებისთვის ლარის 30 წლისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბანკისა ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge - ის ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ნახატების კონკურსი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსი ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა და ლარის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა, კონკურსის პირობების შესაბამისად, 30 მარტის ჩათვლით უნდა დახატონ 30 ლარის ბანკნოტი, სადაც შემოქმედებით უნარებთან ერთად, ქართული ფულის განვითარების ისტორიასა თუ ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე საკუთარ ხედვას წარმოაჩენენ.

კონკურსში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული. ჟიურის რჩეული სამი კონკურსანტი დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზებით, მეოთხე მომხმარებლის რჩეული კი სპეციალურ სახატავ პლანშეტს მიიღებს. გარდა ამისა, ოთხივე გამარჯვებული მიიღებს სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციისგან.

კონკურსის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: სს „ბაზისბანკი“, სს „ტერაბანკი“, სს „კრედო ბანკი“ და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაცია“.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.

ფულის გლობალური კვირეული ყოველწლიური საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2025 წლის კვირეული 17-23 მარტს აღინიშნება, დევიზით: „დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად“ (Think before you follow, wise money tomorrow)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში