2024 წლის განმავლობაში განრიდებულ იქნა 1083 პირი, აქედან 673 არასრულწლოვანი

2024 წლის განმავლობაში განრიდებულ იქნა 1083 პირი, აქედან 673 არასრულწლოვანი (14-დან 18 წლამდე) და 410 სრულწლოვანი (18-დან 21 წლამდე). მათგან 470 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა მედიაცია და შედგა 343 მედიაციის საერთო შეხვედრა.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ ფრაქცია „ქართული ოცნებისთვის“ მიწოდებულ სადეპუტატო კითხვის პასუხშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, 2022, 2023 და 2024 წელს არასრულწლოვანთა მიერ არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების პირობების დარღვევის გამო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების პრეცედენტი არ ყოფილა.

2013 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული იყო 200 არასრულწლოვანი ბრალდებული, ხოლო 2013 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 412 არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მათ შორის 2024 წელს - 54 მსჯავრდებული.

განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიერ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ეფუძნება. განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვანისათვის/21 წლამდე ასაკის პირისთვის არის ერთი შანსი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც განრიდების ფარგლებში დაეკისრება, რათა გაიაზროს დანაშაული, მისი უარყოფითი შედეგები, გააგრძელოს ცხოვრება ნასამართლობის გარეშე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია