გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე - საქმეს სტრასბურგში აუცილებლად წავიღებთ - ვიბრძოლებთ, სადაც კი შეგვიძლია

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მეუღლის, თამთა ჩხეიძის განცხადებით, არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართონ.

როგორც თამთა ჩხეიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს სხდომა 11 აპრილს არის ჩანიშნული.

„ჩვენ არ შევჩერდებით, ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, სადაც კი შეგვიძლია, რომ ჩვენი სამართლიანი სიტყვა მივიტანოთ. ჩვენ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, პასუხი დღეს მივიღეთ და 11 აპრილს, 13:00 საათზე არის სხდომა ჩანიშნული. არ ვიცი რამდენ სხდომას ჩანიშნავენ, როგორ წარიმართება ეს პროცედურა. სააპელაციოს პასუხის შემდეგ, უზენაეს სასამართლოშიც შევიტანთ განცხადებას და შემდეგ უკვე ამ საქმეს სტრასბურგში აუცილებლად წავიღებთ", - განაცხადა თამთა ჩხეიძემ.

მან აღნიშნა, რომ გიორგი ოკმელაშვილის საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დარღვევები დაფიქსირდა. "გამოძიება როგორც ჩატარდა, სრული აბსურდი არის, არ ექვემდებარება იმ ნაწილს, რასაც ედავებიან. მთელი საგამოძიებო სტრუქტურა იყო ჩართული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ, რომ კონკრეტული დანაშაული ეპოვათ. სამწუხაროდ, ვერაფერი იპოვეს, რადგან ეს ადამიანი არის მართალი, იცავს თავის ქვეყანას და უნდა, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს და არა რუსეთის გუბერნიაში დარჩეს, როგორც დღეს არის", - განაცხადა თამთა ჩხეიძემ.

ცნობისთვის, გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია