მიიღე 1400 დოლარის ოდენობის გრანტი და ამერიკული განათლება საქართველოში - Webster University Tbilisi-ს შეთავაზება აბიტურიენტებს

Webster University Tbilisi-ს აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. აბიტურიენტები, რომლებიც რეგისტრაციის დროს პირველ პრიორიტეტად Webster University Tbilisi-ს მიუთითებენ 1400 $ ოდენობის გრანტს მიიღებენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს კამპუსში სწავლა ხორციელდება უნივერსიტეტის სხვა საერთაშორისო კამპუსების ანალოგიურად, სწავლის ღირებულება კი მნიშვნელოვნად დაბალია. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900 $-ის ექვივალენტი ლარში, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080 $, ავსტრიაში - 22 254 $, აშშ-ში - 29 680 $, შვეიცარიაში კი - 36 020 $. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუდენტებს 3.5 და მეტი GPA-ს ქონის შემთხვევაში შეუძლიათ გრანტი დარჩენილი 3 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნონ.

ამერიკული უნივერსიტეტის ქართულ კამპუსში სწავლისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ naec.ge-ზე და ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. რეგისტრაცია 2 აპრილს დასრულდება. ასე რომ აბიტურიენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, პირველ პრიორიტეტად მიუთითონ Webster University Tbilisi (უნივერსიტეტის კოდი 202) და გრანტის სახით დაფინანსებაც მიიღონ. სხვა უპირატესობებთან ერთად, ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ Webster University-ის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს.

2025-2026 სასწავლო წლისთვის Webster University Tbilisi 4 საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს. ესენია:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)- პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020101
  • საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)- პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020102
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)- პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020103
  • ფსიქოლოგიის მეცნიერება (ინგლისურენოვანი)- პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020104

აღნიშნული პროგრამები ორმაგ აკრედიტაციას ფლობენ. ერთი მხრივ, ის აკრედიტებულია საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ, მეორე მხრივ კი - ამერიკის უმაღლესი აკრედიტაციის ორგანოს HLC-ის მიერ.

Webster University ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი კი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად უნივერსიტეტის ქსელი აერთიანებს კამპუსებს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში.

ვებსტერის ამერიკული უნივერსიტეტის პირველი კამპუსი ამიერკავკასიაში 4 წლის წინ საქართველოში 2-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად გაიხსნა და დღეს რეგიონში ერთადერთ ოფიციალურ ამერიკულ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში