წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლე ახალგაზრდობისთვის ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა

წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლე ახალგაზრდობისთვის ახლად რეაბილიტირებული ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეპეტიციოდ განკუთვნილი სივრცე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გახსნა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ დარბაზში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა, შემოქმედებითი კოლექტივების რეპეტიციას დაესწრო და დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ დღეიდან, წყნეთში ჩვენ დროებით დევნილ მოსწავლე ახალგაზრდობას საშუალება ექნებათ ისარგებლონ კეთილმოწყობილი, თანამედროვე ქორეოგრაფიული სივრცით.

ორმაგად მნიშვნელოვანია ამ საქმეში კერძო სექტორის თანადგომა და მინდა მათ მადლობა გადავუხადო იმ ემოციისთვის და სიხარულისთვის, რაც დღეს ჩვენ დროებით დევნილ მოსახლეობას მიანიჭეს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კერძოს სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა დარბაზის ინტერიერი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს