საქართველოს ნაკრები სომხეთს 2:0 უგებს

"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ორქულიანი უპირატესობით უგებს. შეხვედრის მე-14 წუთზე სომხეთის ნაკრების კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

მანამდე, ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრის მეოთხე წუთზე გახსნა.

მატჩი "დინამო არენაზე” მიმდინარეობს.

საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია