საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 5:1 ამარცხებს

„დინამო არენაზე“ "ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებითი მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 5:1 ამარცხებს. შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში სომხეთის ნაკრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო.

დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: 1:0 აროიანი (საკუთარ კარში, მეოთხე წუთზე), 2:0 მიქაუტაძე (14-ე წუთზე), 3:0 ჩაკვეტაძე (23-ე წუთზე), 4:0 კიტეიშვილი (27-ე წუთზე), 5:0 მიქაუტაძე (35-ე წუთზე). 5:1 სევიკიანი (48-ე წუთზე).

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება