პიტერ სიიარტო - მიუღებელია ბრიუსელის ჩარევა საქართველოს საქმეებში იმის გამო, რომ მთავრობა მშვიდობის მომხრეა - მივესალმებით, რომ USAID-ის დაფინანსება შეწყვეტილია, ფინანსები სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს

ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობის მომხრეა - ჩვენ საქართველოს მთავრობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, საქართველო „საუკეთესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო, ლიბერალური, გლობალური დიქტატურა მთავრობაზე წნეხის განხორციელებას ცდილობდეს“.

„საქართველო საუკეთესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო, ლიბერალური, გლობალური დიქტატურა მთავრობაზე წნეხის განხორციელებას ცდილობდეს, რადგან ქვეყანაში პატრიოტული გრძნობები გააჩნია. ის ეროვნული ინტერესებისთვის გრძნობს წნეხს. ასევე, პოლიტიკური სტრატეგია არსებობს იმისთვის, რომ კონსერვატიული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოდან ჩემი კოლეგა მომეწვია. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისთვის, თუ რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება - თუ ლიბერალური პარტიები იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს ბრიუსელისთვის იდეალურია, თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, ეს ბრიუსელის მოსაზრებით, კრიზისია. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდა, იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკას მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ.

ამიტომ, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია. ეს ფინანსური ნაკადი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა. ამავდროულად, მოვუწოდებთ, რომ გამოიძიონ, ვინ იყვნენ ის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ იმის უკან, რითაც უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით უცხოური ძალების განხორციელება ხდებოდა ქვეყნებში.

ამ სულისკვეთებით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ დაფინანსების შეწყვეტის გამო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ, უნგრელები, ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა სუვერენიტეტის ხელყოფა და უცხოური ინტერესების განხორციელებაა სხვა ქვეყნებში. ეს მიღებულია.

უნდა ითქვას, რომ საქართველოში ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობის მომხრეა. მას ჩვენი ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია. ჩვენ საქართველოს მთავრობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად.

უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატებისთვის მიუღებელია. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში. ამას გავაგრძელებთ მომავალში. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. მივესალმებით, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს.

არის 50 ადამიანი, რომელიც საქართველოში მუშაობს და უნგრეთში შესაბამის სწავლებას მიიღებენ. ჩვენი ასი მილიონი დოლარის ოდენობის ვაჭრობა განვახორციელეთ საქართველოსთან. ეს 20%-ით გაიზრდება წელს. ივნისში მთავრობათა შორისი კიდევ ერთი სამიტი ჩატარდება ბუდაპეშტში და თბილისში. ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაც ჩაინიშნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა მინისტრს გადავუხადო, რადგან თქვენ ინარჩუნებთ ამ სტრატეგიას სირთულეების მიუხედავად“,- განაცხადა სიიატრომ, რომლის თარგმანსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში