ანონსი 25 მარტი

25 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

25 მარტს, 11:00 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599726565

25 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

25 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, გამოჩენილი ქართველი სპორტსმენების, ირმა ხეცურიანისა და ნინო სალუქვაძის შეხვედრა გაიმართება თბილისის სკოლების სპორტული აქტივობებით დაკავებულ მოსწავლეებთან.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, 0 სართული)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია