Standard & Poor`s - საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, S&P Global Ratings-ის გამოქვეყნებულ დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რისკების საერთო შეფასების მიხედვით, საქართველო ქვეყნების მე-7 ჯგუფში მოხვდა, რაც ყაზახეთთან ერთად, საუკეთესოა რეგიონში.

„ანგარიშში გავლენიანი სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში.

სააგენტოს შეფასებით, პორტფელში IFRS Stage 3 სესხების წილის მიხედვით, ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, ხოლო საკრედიტო რისკის ხარჯი მინიმალური.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ბანკების წმინდა საპროცენტო მარჟა რეგიონში ყველაზე დაბალია.

სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველო როგორც ნოვატორი რეგიონში, ევროდირექტივასთან კიდევ უფრო დააახლოებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია