პარლამენტის საგამოძიებო კომისია ბადრი ჯაფარიძეს სთავაზობს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდეს კომისიაზე და კითხვებს უპასუხოს

პარლამენტის საგამოძიებო კომისია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სთავაზობს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდეს კომისიაზე და კითხვებს უპასუხოს. აღნიშნული შეთავაზების შესახებ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ბატონმა ბადრიმ, მას შემდეგ, რაც სამდივნო დაუკავშირდა ბატონ მამუკა ხაზარაძეს, იმავე ნომრიდან შესულ ზარებს აღარ უპასუხა. მე მხოლოდ ფაქტს ვამბობ და არ მინდა საჯაროდ ვარაუდებში წავიდე და ვთქვა, რომ ორ პირს შორის კავშირი შედგა და სწორედ ამის შედეგად არ ისურვა ბატონმა ბადრიმ, ზარებს გამოხმაურებოდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი არის ასეთი. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ შესყიდული იქნა „საფელდეგერო“ მომსახურება და კონკრეტული „ფელდეგერი“ გაიგზავნა, როგორც ბატონ ბადრი ჯაფარიძის საცხოვრებელ მოსამართლეზე, ასევე პარტია „ლელოს“ ოფისში. ბატონი ბადრის მისამართზე „ფელდეგერი“ გამოცხადდა გუშინ დილის, 08:30 საათზე, როგორც გითხარით, ამას წინ უძღოდა წინა დღის მცდელობები სატელეფონო კავშირთან მიმართებით. დილის 08:30 საათზე კარი არ გაუღეს „ფელდეგერს“ თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ამის შემდეგ მივიდა „ლელოს“ ოფისში, სადაც ბატონი ბადრი ჯაფარიძე ჯერ არ იყო მისული. წამოვიდა „ფელდეგერი“ და კვლავ მივიდა, დაახლოებით პირველიდან ორ საათამდე გუშინ და ბატონი ბადრი ჯაფარიძე უკვე იყო „ლელოს“ ოფისში, თუმცა მან არ ისურვა კონტაქტი და „ფელდეგერთან“ სასაუბროდ გამოგზავნა მისი იურისტი და თუ არ ვცდები თანაშემწე. ყოველ შემთხვევაში, ორი პირი შეხვდა „ფელდეგერს“. ნიშანდობლივია, რომ იურისტი იყო ერთ-ერთი და ალბათ, იურისტს ჩვენ არ უნდა ვუხსნიდეთ, რა წერია სისხლის სამართლის კოდექსში. მათ განაცხადეს, რომ ბატონი ბადრი არ აპირებდა ამ შეტყობინების ჩაბარებას“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძეს კომისიაზე დასასწრებად შემდეგ წინადადებას სთავაზობს, რადგანაც კომისიის მიზანი არ არის, როგორმე ვინმეს საქმე გადაგზავნოს პროკურატურაში.

„ჩვენი მიზანია, რომ პირი გამოცხადდეს და მოვუსმინოთ მას. განა, რა შეკითხვა უნდა დაისვას ასეთი, რომ არ გინდოდეს კითხვაზე პასუხი და საციხოდ გაიხადო საქმე. აი, რა შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა ისეთი კითხვა დავსვათ, რომ ნებისმიერმა პირმა არ ისურვოს ამ კითხვაზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, ბატონი ბადრი გვისმენს, ხომ არ მივცეთ დამატებითი დრო და შევთავაზოთ, რომ დღეს, მისთვის სასურველ დროს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდეს. ასეთი შეთავაზება მექნებოდა იმის ნაცვლად, რომ ახლავე ვუყაროთ ამ საკითხს კენჭი“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე