სტუ-ის დოქტორანტი - საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა შემძინა, არამედ მასწავლა, როგორ ვიყო ლიდერი

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო ABET აკრედიტაცია, საშუალება მომცა ჩემი წვლილი შევიტანო ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარებასა და სამედიცინო ტრანსპორტირების სისტემების გაუმჯობესებაში“, - ამის შესახებ სტუ-ის დოქტორანტი ნიკა გუგუშვილი აცხადებს.

სტუ-ის ცნობით, ნიკა გუგუშვილმა 2024 წელს დაასრულა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო პროგრამის მაგისტრატურა, ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში და, პარალელურად, მუშაობს კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC), სამედიცინო აპარატურის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

როგორც ნიკა გუგუშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მისცა მყარი საფუძველი ბიომედიცინის მეცნიერებაში, ინჟინერიის პრინციპებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიაღებინა პრაქტიკული გამოცდილება კლინიკურ ინჟინერიაში. მისი თქმით, უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიებმა, წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობამ და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა შესძინა უნარები, რომლებიც მას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა; სტაჟირებების, კვლევითი პროექტებისა და გუნდური მუშაობის მეშვეობით კი, ისწავლა, როგორ დაააკავშიროს ინჟინერია და მედიცინა ისე, რომ ტექნოლოგიამ მაქსიმალურად გააუმჯობესოს პაციენტთა მოვლა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა, იყო შესაძლებლობა ჩავწვდომოდი სამედიცინო პარატრანსპორტის მენეჯმენტს. პროფესორებისა და ინდუსტრიის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გავაცნობიერე, თუ რაოდენ გადამწყვეტი როლი აქვს ეფექტურ და ტექნოლოგიურად გაძლიერებულ სამედიცინო ტრანსპორტირებას. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიღვიძა ლიდერობისა და ინოვაციებისკენ სწრაფვის სურვილი.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა შემძინა, არამედ მასწავლა, როგორ ვიყო ლიდერი. აქ მიღებულმა განათლებამ გამიძლიერა თავდაჯერებულობა, გამიჩინა მოქნილობა ცვალებად ინდუსტრიაში და მომცა ხედვა, რომელიც საშუალებას მომცემს პოზიტიური ცვლილებები შევიტანო. ახლა, როდესაც პროფესიულ გზაზე ვდგამ ნაბიჯებს, ამას ვაკეთებ დიდი მადლიერებით, ამბიციით და პასუხისმგებლობით, რათა ჩემი ცოდნა გამოვიყენო ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის“, - აცხადებს ნიკა გუგუშვილი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა