ანდრო ჭიჭინაძე - ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას, რადგან ყველა მათი მტკიცებულება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს - ჩემთან გამომძიებელიც არ მოსულა, იქნებ „იაკუძას“ ლიდერი ვარ?

ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას მტკიცებულებებისთვის, რაც ამ შემთხვევაში წარმოადგინა, რადგან აბსოლუტურად ყველა მათი მტკიცებულება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირები ოთხი თვეა, ელოდებიან, პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულება წარმოადგინოს, მაგრამ, როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, საქმეს არაფერი ემატება, რადგან მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს.

“ძალიან დიდი იმედი მქონდა და მაქვს, რომ გამოკითხვის ოქმები, რაზეც ადვოკატებმა ილაპარაკეს, გვეტყვიან, რატომ უნდა იყოს ჩვენს საქმეში გამოკითხვის ოქმები თანდართული, რადგან არცერთი ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ჩემს გვერდით არის წარმოდგენილი, არ არის ნახსენები.

ჩვენ, დაახლოებით, ოთხი თვეა, ველოდებით რაღაცას, რომ განვითარდეს, ანუ მათივე ლოგიკით, წინ რომ წაიწიონ და აბსოლუტურად არაფერი არ ემატება საქმეს, რა უნდა დაემატოს, როცა ფიზიკურად არაფერი არსებობს, ანუ ჩვენს წინააღმდეგ მათ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ესეც არ არის პრობლემა, კაცები ვართ, დისკომფორტსაც ავიტანთ, დაველოდებით, უბრალოდ, ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს რაღაც სამართლებრივი საფუძველი და რაღაც მაინც წარმოადგინონ, ველოდებით ამდენი ხანია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი სოლიდარულია. რა სოლიდარობაც დღეს გაჩნდა ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ, ადამიანებმა როგორც დაინახეს ერთმანეთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის საზოგადოების მშენებლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც შინაგანი სოლიდარობის გრძნობა აქვს.

იმ პირობებში, როცა პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულებები ვერ დაამატა, ხომ შეიძლება, გამომძიებელი მოსულიყო, ვინც ამ საქმეს იძიებს და რამე მაინც ეკითხა ჩვენთვის. ჩემთან პირადად არავინ მოსულა და იქნებ “იაკუძას” ლიდერი ვარ? იმ პირობებში როცა საქმეს არაფერი ემატება, წესით ხომ უნდა მოსულიყო გამომძიებელი?” , - აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია