თეთრი სახლი - რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებებს თეთრი სახლი ავრცელებს.

საუდის არაბეთში, 23-25 მარტს გამართული შეხვედრების შედეგად, თეთრი სახლი რუსეთთან და უკრაინასთან მიღწეულ შეთანხმებებზე ცალკე განცხადებებს აქვეყნებს.

ორივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი აშშ-სთან შეთანხმდნენ “შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე”.

უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები ერთგული რჩება დახმარება გაწიოს ომის ტყვეების გაცვლის მისაღწევად, დაკავებული სამოქალაქო პირების გასათავისუფლებლად და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად”.

რუსეთთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები დახმარებას გაწევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტისთვის მსოფლიო ბაზრობაზე რუსეთის წვდომის აღდგენაში, საზღვაო სადაზღვევო ხარჯების დაწევაში, და მსგავსი ტრანზაქციებისთვის პორტებისა და საგადასახადო სისტემებისადმი წვდომის გაფართოებაში”.

ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი აშშ-სთან შეთანხმდნენ ტრამპი-ზელენსკისა და ტრამპი-პუტინის შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რომ “აიკრძალოს რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები”.

ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-უკრაინა, ისევე როგორც აშშ-რუსეთი, მიესალმებიან მესამე ქვეყნების სასარგებლო სერვისებს, რომელთა ხედვაში იქნება ენერგეტიკისა და საზღვაო შეთანხმებების იმპლემენტაციის მხარდაჭერა.

ასევე, აშშ-უკრაინა და აშშ-რუსეთი “გააგრძელებენ მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ მუშაობას”.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს