აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად გრენლანდიას ეწვევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად გრენლანდიას ეწვევა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად პარასკევს გრენლანდიას ეწვევა.

მისი თქმით, გრენლანდიაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ბაზას მოინახულებს.

„შევამოწმებ, თუ რა ხდება გრენლანდიაში უსაფრთხოების კუთხით. როგორც იცით, გრენლანდიას ბევრი ქვეყანა ემუქრება. აშშ-ს, კანადას და გრენლანდიის მოსახლეობას ბევრი ქვეყანა ემუქრება. ამიტომ, ვნახავთ, როგორ მიდის იქ საქმეები“, - აცხადებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი.

ცნობისთვის, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ „აშშ-ის დელეგაციის ვიზიტით გრენლანდიასა და დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს