GCCA-იმ „ვოლტ ჯორჯიას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), საკურიერო სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დადასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი „პრემიუმ პაკეტის“ შეთავაზებისას მომხმარებლებს სათანადო წესით არ აწვდიდა სრულ, მკაფიო და ზუსტ ინფორმაციას მომსახურების არსისა და მიწოდების პირობების შესახებ. კერძოდ, განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ არ იყო სათანადოდ განმარტებული, რომ მიტანის საფასურის 0 ლარამდე შემცირება Wolt + - ის (პრემიუმ პაკეტი) მომხმარებლებს სხვა დამატებითი ხარჯებისგან არ ათავისუფლებდა.

„GCCA-იმ დეტალურად შეისწავლა მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, მტკიცებულებები, მოვაჭრის ოფიციალური მობილური აპლიკაცია და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. მიღებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი „პრემიუმ პაკეტის“ შეთავაზებისას მომხმარებლებს სათანადო წესით არ აწვდიდა სრულ, მკაფიო და ზუსტ ინფორმაციას მომსახურების არსისა და მიწოდების პირობების შესახებ. კერძოდ, კომპანიის მიერ არ იყო სათანადოდ განმარტებული, რომ მიტანის საფასურის 0 ლარამდე შემცირება Wolt + - ის (პრემიუმ პაკეტი) მომხმარებლებს სხვა დამატებითი ხარჯებისგან არ ათავისუფლებდა. კერძოდ, „პრემიუმ პაკეტის“ შეძენისას მომხმარებელი აღარ იხდის მიტანის საფასურს, თუმცა აღნიშნული არ მოიაზრებს სხვა - ე.წ. SERVICE FEE - მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას.

GCCA-ის შეფასებით, სახეზეა მოვაჭრის მხრიდან ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება. სააგენტო მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფისა და შეცდომაში შემყვანი ეფექტის გამორიცხვის მიზნით, პრემიუმ პაკეტთან დაკავშირებით, მომხმარებლის ეკონომიკური ქცევის განხორციელებამდე, „მომსახურების საფასურის“ არსებობის შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას მიწოდებული მკაფიოდ, გასაგებად და თვალსაჩინოდ. გარდა ამისა, „წესებსა და პირობებში“ განმარტებული უნდა იქნეს „მომსახურების საფასურის“ ცნების არსი და მისი გამოთვლის წესი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - სრულად აღადგინოს იმ მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი საქმიანობის შედეგად ზიანი მიადგა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა