ევროკავშირში აცხადებენ, რომ სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლაა

სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლა იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. მის სიტყვებს გამოცემა Reuters-სი ციტირებს.

“უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო აგრესიის დასრულება და რუსეთის ყველანაირი სამხედრო ძალის უპირობოდ გასვლა უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შესაცვლელად ან გასაუქმებლად…

რუსეთმა ახლა მისი უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიული ომის დასასრულებლად გულწრფელი პოლიტიკური ნება უნდა აჩვენოს. გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი მისი ქმედებებით უნდა განვსაჯოთ, არა მისი სიტყვებით”, - განაცხადა ჰიპერმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს