ანონსი  27 მარტი

27 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

27 მარტს, 11:00 საათზე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეების/პროკურორების დაწინაურება.

მის: „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალური ოფისი.

საკონტაქტო: 598002110

27 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

27 მარტს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანრი კვარაცხელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო პაპავას და ამავე გაერთიანების თავმჯდომარის, მიხეილ თეთრუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „თაფლის ბაზარზე არსებული ვითარება: როგორ მოსავალს ელიან მეფუტკრეები.

როგორია ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი წელს, რა პერსპექტივებია ევროკავშირის ბაზარზე, სადაც თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით აანონსებენ. თაფლის ხარისხი - გამოვლენილი დარღვევები და ანტიბიოტიკების შემცველობის კუთხით არსებული მდგომარეობა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება