ლიეტუვაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ლიეტუვაში ინციდენტის შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა.

“სანამ ვსაუბრობდი, ახალი ამბავი მოვიდა ოთხი ამერიკელი სამხედროს შესახებ, რომლებიც ლიეტუვაში მომხდარ ინციდენტში დაიღუპნენ.

ეს ჯერ კიდევ ახალი ამბავია, ამიტომ დეტალები არ ვიცით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად საშინელი ამბავია, ჩვენი ფიქრები ოჯახებთან და ახლობლებთანაა”, - განაცხადა რუტემ.

ცნობისთვის, მანამდე ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხი ამერიკელი სამხედრო შესაძლოა გარდაცვლილიყო, მაგრამ “ეს ოფიციალურად არ იქნა დადასტურებული”.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება