ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, „ნანუკას ფონდისთვის“ ყადაღის მოხსნაზე უარი მიიღეს

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, „ნანუკას ფონდისთვის“ ყადაღის მოხსნაზე უარი მიიღეს.

აღნიშნულის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ“,- წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია