საერთაშორისოდ აკრედიტებული უნიკალური კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა Webster University Tbilisi-ში

კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა Webster University-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამაა. Webster University Tbilis-მა კი ის პირველად გასულ სასწავლო წელს შესთავაზა აბიტურიენტებს და აღსანიშნავია, რომ მზარდი ინტერესით გამოირჩევა.

საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებაზე და სტუდენტს აძლევს სრულყოფილ ცოდნას კომპიუტერული მეცნიერების ყველა ძირითადი მიმართულების შესახებ. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ სრული კომპეტენცია, რომ შეიმუშაონ პროგრამული უზრუნველყოფა, შექმნან ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები, ჩამოაყალიბონ კომპიუტერული ორგანიზაცია, მართონ ფართო მონაცემები და ინფორმაცია. მეორე მხრივ, მათ ექნებათ შესაძლებლობა აღწერონ, როგორ მოქმედებს ტექნოლოგიური მიღწევები სოციალურ საკითხებსა და პროფესიულ პრაქტიკაზე.

კამპუსი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კომპიუტერული ლაბორატორიით, რაც სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია. Webster University Tbilisi-ს ბიბლიოთეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსებით, მათ შორის 160-მდე სამეცნიერო ბაზით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

პროგრამა სრულად ამერიკული მხარის მიერაა შედგენილი და მისი უდიდესი ნაწილიც მათ მიერ ხორციელდება. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 80%-ზე მეტი უცხოელი ლექტორები წარმოადგენენ.

ამასთან, ვებსტერის კომპიუტერული მეცნიერების კურსდამთავრებულთა 95.5% დასაქმებულია შემდეგი მიმართულებებით: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი, მონაცემთა მეცნიერი, IT პროექტების მენეჯმენტი და ვებ დეველოპერი.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900 $-ის ეკვივალენტი ლარში, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080 $, ავსტრიაში - 22 254 $, აშშ-ში - 29 680 $, შვეიცარიაში კი - 36 020 $. აბიტურიენტები, რომლებიც Webster University Tbilisi-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ 1400 $-ის ოდენობის გრანტს მიიღებენ. 3.5 ზე მეტი GPA-ს ქონის შემთხვევაში მათ შეუძლიათ გრანტი დარჩენილი 3 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნონ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 აპრილამდე გრძელდება და ვებსტერის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კოდია 202 01 03.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია