მარინ ლე პენის ადვოკატი - სასამართლოს განაჩენმა დემოკრატიას დარტყმა მიაყენა - გავასაჩივრებთ

მარინ ლე პენი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის ადვოკატზე, როდოლფ ბოსელუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ გავასაჩივრებთ, ამ განაჩენმა დემოკრატიას დარტყმა მიაყენა“, - განაცხადა მარინ ლე პენის ადვოკატმა.

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენელმა, ლორენ იაკობელმა აღნიშნა, რომ ლე პენი „საბრძოლო განწყობაზეა“.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

The Guardian-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების შედეგად წინასწარი პატიმრობა და ჯარიმა საქმის დასრულებამდე გამოყენებული არ იქნება, საჯარო თანამდებობის დაკავებაზე დაწესებული აკრძალვა ძალაში დარჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია