ლიეტუვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს - ერთის სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ლიეტუვაში დაკარგული სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ლიეტუვაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე წვრთნების დროს სამი ამერიკელი ჯარისკაცის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ამბავი ღრმა მწუხარებით შევიტყვე. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ მეოთხე ჯარისკაცს არ იპოვიან“, - წერს გიტანას ნაუსედა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ლიეტუვაში, სამხედრო წვრთნების დროს ჯავშანმაქანა, რომელშიც ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ჭაობში ჩავარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება