„სამოქალაქო იდეა“ - საქართველო „ვალის მახის დიპლომატიის“ საფრთხის წინაშე:  ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული შეთანხმება ქვეყნის ფინანსურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის

საქართველო „ვალის მახის დიპლომატიის“ საფრთხის წინაშე – ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული შეთანხმება ქვეყნის ფინანსურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „სამოქალაქო იდეა“ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ახალ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სუვერენიტეტს.

კერძოდ, „სამოქალაქო იდეა“ აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით, შესაძლოა საქართველოს ეკონომიკა ჩინეთის ფინანსური გავლენის ზრდის საფრთხის წინაშე დააყენოს.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა აშკარად ჩინეთისკენ იყო მიმართული, რაც ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო აძლიერებს. მთავრობის გადაწყვეტილებები, მათ შორის, ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა და ჩინეთის მიერ დომინირებად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობის გაღრმავება, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველო შესაძლოა „ვალის მახის დიპლომატიის“ მსხვერპლად იქცეს.

ჩინეთის საბანკო სექტორთან თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეებს მოიცავს, რომელთა შორისაა ფინანსური გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური ზეწოლა, კორუფციული სქემები და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში სტრატეგიული აქტივების დაკარგვის რისკი. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჩინური ფინანსური ინსტიტუტები ხშირად იყენებენ „ჯვარედინი დეფოლტის“ პუნქტებს, რაც კრედიტორისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ამ ვითარებაში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფინანსური სუვერენიტეტის დაცვა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულება. ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა და უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებთან გაფორმებული შეთანხმებები უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს და არა მასში უცხო სახელმწიფოს გავლენის გაძლიერებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/pWZea

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს