მივფრინავთ პარიზში - President-მა წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

რძის პროდუქტების მწარმოებელი N1 ფრანგული ბრენდი President წამახალისებელ გათამაშებას იწყებს და ქართველ მომხმარებლებს პარიზში მოგზაურობის მოგების შანსს აძლევს.

მივფრინავთ პარიზში — ამ სახელწოდებით გათამაშება 31 მარტიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საფრანგეთის დედაქალაქში მოგზაურობა კი ორჯერ — 30 აპრილსა და 30 მაისს, President-ის ფეისბუქ გვერდზე, ლაივ რეჟიმში, 15:00 საათზე გათამაშდება. ორივე საგზურის გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით, რიცხვების გენერირების სპეციალური პროგრამით გამოვლინდება.

გათამაშებაში ჩასართავად საჭიროა, მომხმარებელმა President-ის ნებისმიერი პროდუქტი შეიძინოს, მათზე განთავსებული QR კოდი დაასკანეროს, ვებგვერდს www.promopresident.ge ესტუმროს, რეგისტრაციის მარტივი პროცედურა გაიაროს და შენაძენის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო ამავე ვებგვერდზე ატვირთოს. ერთი ქვითარი მოგების ერთ შანსს ნიშნავს. პირველი გამარჯვებული 31 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით ატვირთული ქვითრებით გამოვლინდება, მეორე კი — 26 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით ატვირთული ქვითრებით.

აღსანიშნავია, რომ პარიზში მოგზაურობის გარდა, 31 მარტიდან 25 მაისის ჩათვლით, ყოველდღე, ვებგვერდზე www.promopresident.ge President-ისგან 50 მომენტალური პრიზიც გათამაშდება, მათ შორის იქნება სხვადასხვა აქსესუარი და ბრენდირებული ნივთი. მომენტალური პრიზების მოსაგებად, მომხმარებლებს President-ის პროდუქტის შეძენა არ სჭირდებათ, საკმარისია მხოლოდ ვებგვერდზე რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა.

„უკვე მრავალი წელია, President ქართველ მომხმარებელს უნიკალურ ფრანგულ გემოებსა და საუკეთესო პროდუქტებს სთავაზობს. გათამაშებით კი გვსურს, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს შესაძლებლობა მივცეთ, ეს თავგადასავალი უშუალოდ საფრანგეთის დედაქალაქში განიცადონ და პარიზი President-თან ერთად აღმოაჩინონ, ან თუნდაც ჩვენი მომენტალური პრიზებით ფრანგული ცხოვრების სტილი შეიგრძნონ“, - აღნიშნავენ President-ში.

President ქართველ მომხმარებლებს ფრანგული ხარისხის მრავალფეროვან რძის პროდუქტებს 2011 წლიდან სთავაზობს. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ლაქტალის ჯორჯიაა.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში