საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პროექტი - „ქალაქი და კულტურა“, დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პროექტი - „ქალაქი და კულტურა“, დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტს მხარს უჭერს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ხოლო ახორციელებს ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბი.

პროექტის ფარგლებში ნოდარ ტაბიძის კლუბის წევრები და სტუდენტები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ. როგორც კლუბის ხელმძღვანელი აცხადებს, პროექტის მიზანია სტუდენტებს გააცნონ თბილისის ღირსშესანიშნაობები.

არჩილ გურგენიძის თქმით, კლუბი მიზნად ისახავს ცოდნის, ცნობისმოყვარეობისა და აკადემიური წარმატების ხელშეწყობას, სტუდენტისთვის წარმატებისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა კი ბიბლიოთეკაა – ცოდნისა და აღმოჩენების კარიბჭე.

„ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების საცავი არ არის, არც წიგნების კოლექცია, ბიბლიოთეკა არის შეუცვლელი რესურსი. კლუბის წევრებისა და სტუდენტების ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიზიტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ დაუფასებელი ინტელექტუალური საგანძურის შესახებ, რომელიც ბიბლიოთეკაშია დაცული. ბიბლიოთეკა აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას, ავითარებს კვლევით უნარებს და ამდიდრებს აკადემიურ გამოცდილებას. ბიბლიოთეკაში მიღებული ცოდნა და უნარები გვაძლევს შესაძლებლობას, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და მნიშვნელოვნად შევიტანოთ წვლილი სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ვცდილობთ ცოდნისა და აღმოჩენების გზით, ერთად შევქმნათ ნათელი მომავალი. ცოდნა წარმატების საფუძველია, ხოლო ბიბლიოთეკა არის გასაღები, რომელიც მომავლის კარს ხსნის. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნსაცავი, სადაც ჩვენ ვნახეთ პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი, 1629 წელს რომში დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ვახტანგისეულ სტამბაში 1709 წელს დაბეჭდილი სახარება და დავითნი, ერეკლე II-ის სტამბის წიგნები. გავეცანით ცალკე დარბაზში წარმოდგენილ „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეულ გამოცემას, მისი შექმნის ისტორიას. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ 50 ენაზე თარგმნილი გამოცემა ინახება. ნოდარ ტაბიძის კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის და „წიგნის მუზეუმის“ თანამშრომელს ქალბატონ ნინო ხვედელიძეს“, - აცხადებს არჩილ გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ახალი საუნივერსიტეტო პროექტი ერთწლიანია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია