დავით დოიაშვილი - სასამართლოში მოვდივარ, რადგანაც მგონია, რომ ჩვენი ვალია ბიჭები გავამხნეოთ - ერთადერთი, რაც მანუგეშებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა

სასამართლოში მოვდივარ, რადგანაც მგონია, რომ ჩვენი ვალია ეს ბიჭები გავამხნეოთ. ერთადერთი, რაც მანუგეშებს ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, როდესაც ისაუბრა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებზე, რომელთა შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც არის.

დავით დოიაშვილის თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს, მათ შორის უქმნის სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო.

„პროცესები, რომელიც ახლა ხდება, მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება გაგრძელდეს, ნორმალურს არაფერს ველოდები ამ სასამართლოსგან. მოვდივარ, რადგანაც მგონია, რომ ჩვენი ვალია ეს ბიჭები გავამხნეოთ. ერთადერთი, რაც მანუგეშებს ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დადგება ის შედეგი, რაც უნდა დადგეს. ოპტიმიზმის საფუძველი ბევრი სხვა რამითაც მეძლევა, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოც არის ოპტიმიზმის საფუძველი”, - განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია